ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები

ზოდიაქოს 12 ნიშნიდან გამოიყოფა სამი - მათ ერთი დღეც არ შეუძლიათ არსებობა ვულგარული, უსირცხვილო აზრების გარეშე.
Sputnik
გაიცანით ზოდიაქოს ყველაზე ვულგარული ნიშნები.
მორიელი
მორიელი ზოდიაქოს ყველაზე ვნებიანი ნიშანია. ეროტიზმის ენერგია ავსებს 23 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით დაბადებულ ადამიანებს. მათ ყოველთვის არ შეუძლიათ თავიანთი სექსუალური სურვილების კონტროლი. თუ მორიელი თავის ტემპერამენტულ ენერგიას დიდხანს არ აძლევს დახარჯვის საშუალებას, ის შეიძლება სექსით შეპყრობილ, სექსზე დამოკიდებულ ვულგარულ ადამიანად იქცეს. და მას ნორმალურ მდგომარეობაში მხოლოდ სიყვარულის მგზნებარე ღამე დააბრუნებს.
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ლომი
კიდევ ერთი ვულგარული ნიშანი ლომია. ისინი დიდი მაცდუნებლები არიან, აღმერთებენ ექსპერიმენტებს ინტიმური ურთიერთობების დროს. თუ ლომს ხვდებით, მზად იყავით, რომ ის ერთხელაც არა მხოლოდ „რამე ახალს" მოინდომებს საწოლში, არამედ რაღაც „ბინძურსაც". იმიტომ არა, რომ ლომებს გაუკუღმართებული, გარყვნილი სექსუალური ურთიერთობები მოსწონთ, არა, უბრალოდ მათი ფანტაზია სექსისკენ არის მიმართული.
რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სექსუალობა, ანუ რითი ხიბლავენ ისინი პარტნიორებს
ვერძი
ვერძები შავი იუმორის, ვულგარული ხუმრობებისა და მინიშნებების ოსტატები არიან. ხანდახან ისე ჩანს, თითქოს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არაფრის რცხვენიათ. არიან პირდაპირები, ყველაფერს თავის სახელს უწოდებენ, ასე რომ სწორედ მათი პირიდან ამოდის ყველაზე უწმაწური სიტყვები. ვერძებს მამაკაცური ენერგიის პლანეტა - მარსი მართავს. ასე რომ, მათგან არანაირ დანდობას ნუ ელით - რაც თავში აქვთ, ის ენაზე აკერიათ.