თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე აქცია–მსვლელობა მოეწყო, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
შშმ პირების აქცია თბილისში
© photo: Sputnik / Stringer
აქციაში დაახლოებით ასი ადამიანი მონაწილეობდა – როგორც შშმ პირები, ისე მათი ახლობლები, მეგობრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები აქციაზე გამოვიდნენ პლაკატებით სხვადასხვა წარწერით, მათ შორის, სოციალური პაკეტის გაზრდის მოთხოვნით.
შშმ პირების აქცია თბილისში
© photo: Sputnik / Stringer
მსოფლიოში 3 დეკემბერს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. გაერომ ეს დღე 1992 წელს დააწესა.