შშმ პირების საერთაშორისო დღე თბილისში მსვლელობით აღინიშნა - ვიდეო

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, 3 დეკემბერს თბილისში გაიმართა აქცია-მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე
Sputnik
აქციაშ დაახლოებით ასი ადამიანი მონაწილეობდა - შშმ პირები, მათო ახლობლები და მეგობრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები აქციაზე გამოვიდნენ პლაკატებით „გაუზარდეთ სოციალური პაკეტი მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს!, „გაითვალისწინეთ ჩემი საჭიროებები და არა დიაგნოზი!“.
3 დეკემბერს მსოფლიო შშმ პირების უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავს. გაეროს გენასამბლეამ ეს დღე 1992 წელს დააწესა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხის გადასაჭრელად - ყურადღება მიეპყრო შშმ პირების პრობლემებზე, მათი ღირსებისა და უფლებების და დაცვაზე და მათ კეთილდღეობაზე.