თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურა პლუს 22 გრადუს ცელსიუსამდე მოიმატებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, თბილი ამინდი, უმეტესად უნალექო, ქვეყანაში მომავალ კვირამდე — 9 დეკემბრამდე შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში პლუს 17-22 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში კი თერმომეტრი 11-16 გრადუსამდე სითბოს დააფიქსირებს.
რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსების ვარაუდით, დედაქალაქში თბილი და მშრალი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა პლუს 13-15 გრადუსამდე გათბება.