ლექსო ლაშქარავას ხსოვნას: პარლამენტთან სამგლოვიარო აქცია გაიმართა – ვიდეო

თბილისში ხუთშაბათს ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო აქცია გაიმართა.
Sputnik
გუშინ ლექსო ლაშქარავა 38 წლის გახდებოდა. პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ მისი კოლეგები, საზოგადო მოღვაწეები და ახლობლები. მათ ადგილზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
ტელეოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა – ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეების მიერ სასტიკად ცემიდან ექვსი დღის შემდეგ. ოპოზიციამ მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა.