ყვითელი ამბები

„ყველა ჩემს საჩუქარს გადავცემ ბავშვებს“ – სალომე კორკოტაშვილის უჩვეულო დაბადების დღე

Sputnik
სალომე კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში საქველმოქმედო ინიციატივით გამოდის. ის საკუთარ დაბადების დღეზე, 5 დეკემბერს დედაენის ბაღში იმღერებს და ყველა მიღებულ საჩუქარს სოციალურად დაუცველ პატარებს გადასცემს.
„მეგობრებო, 5 დეკემბერს, ჩემს დაბადების დღეზე, მინდა ვიმღერო სოციალურად დაუცველი ჩვენი პატარა მეგობრებისთვის, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. მინდა საახალწლოდ არავინ დარჩეს უსაჩუქროდ და ამიტომ ყველა ჩემს საჩუქარს გადავცემ ბავშვებს. მინდა ისეთი ჯადოსნური საჩუქრები ვაჩუქოთ, რასაც ჩვენს შვილებს ვაჩუქებდით! გელოდებით კვირას, 3 საათზე დედა ენის ბაღში“, – დაწერა სალომემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.