ყვითელი ამბები

„ტერორისტები ვეგონეთ...“ – როგორ გადაურჩა პარიზში დაპატიმრებას ნოდიკო ტატიშვილი

Sputnik
მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი პარიზში მოგზაურობისას დაპატიმრებას ძლივს გადაურჩა. ამ პერიოდს მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხენებს.

„2018 წელს პარიზში, ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე კლიპს ვიღებდით. ხან მივრბოდი, ხან მოვრბოდი, კამერა უკან დამდევდა და უცებ უშიშროების თანამშრომლებმა შემოგვარტყეს წრე – ისე ვმოძრაობდით, ტერორისტები ვეგონეთ. სიმართლე გითხრათ, მაშინ ცოტა შემეშინდა, ჩვენ გარშემო სამოქალაქო ფორმაში გადაცმული უშიშროების წარმომადგენლების წრე შეიკრა და გვეუბნებიან, არ იმოძრაოთ, ადგილზე გაჩერდით და გვითხარით, ვინ ხართო“, – იხსენებს მომღერალი.

მისი თქმით, „ევროვიზიამ“ უშველა, აჩვენა ვიდეოები და დაუჯერეს, რომ არაფერს აშავებდნენ, თუმცა გადაღება კი ჩაუშალეს.

„მერე სხვა სადგურზე წავედით და სანამ იქაც აგვიკრძალავდნენ, საბედნიეროდ, მოვასწარით გადაღება. თორემ კინაღამ დაგვიჭირეს და ციხეში აღმოვჩნდით“, – გაიხსენა მომღერალმა.