ყვითელი ამბები

„მეკითხებიან რატომ არ ვიკეთებ ცხვირს“ – მილიარდერი ქართველი წამყვანის აღიარება

Sputnik
ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე „პრაიმშოუსთან“ საუბრისას სილამაზის სტანდარტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზოგადად თვითკრიტიკული არ არის, მაგრამ როცა საქმე წონის მომატებას ეხება, აქ „ეგზისტენციალური კრიზისი ეწყება“.
„მიყვარს კარგად ჩაცმა, არ უნდა შევიზღუდო. წონას ვაკონტროლებ 18-საათიანი ინტერვალით და ვარჯიშით. ვცდილობ არ ვიარო კოსმეტოლოგთან. ვცადე ფილერის გაკეთება, მაგრამ ძალიან არ მომიხდა და მომიწია დაშლა. მაშინ მივხვდი, რა ბედნიერებაა, როდესაც ბუნებრივად კარგად გამოიყურები“, – ამბობს ტელეწამყვანი.
მისი თქმით, ხშირად ეკითხებიან მისი ხელმომწერები – რატომ არ იკეთებს ცხვირის ოპერაციას, რადგან უფრო ლამაზი იქნება.

„გულახდილად მინდა ვთქვა, რომ დიდად არ მაწუხებს. რასაც სარკეში ვუყურებ, მაკმაყოფილებს. შეიძლება ყველაზე ლამაზი სახე არ მაქვს, მაგრამ ერთად გემრიელად ვართ. მხოლოდ კბილები მაქვს გაკეთებული, საშინელი კომპლექსი მქონდა, ამიტომ როგორც კი საშუალება მომეცა, პირველი კბილები გავიკეთე. მოვიხსენი ერთადერთი კომპლექსი, მოგვიანებით კი აღარ შევყევი. პლასტიკურ ოპერაციებში სადღაც დავიკარგები. მგონი, გარეგნობა არც ისეთი მნიშვნელოვანი არ არის“, – ამბობს ნინუცა.

ნი­ნუ­ცა ორ­ჯო­ნი­კი­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გა­და­ცე­მა „ნა­შუ­ა­დღე­ვის“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია. ის რუ­სეთ­ში ცნო­ბი­ლი მი­ლი­არ­დე­რის, მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი ვიცე-მე­რის სოსო ორ­ჯო­ნი­კი­ძის რძა­ლია.