ყვითელი ამბები

ელტონ ჯონის და ედ შირანის საახალწლო სიმღერა რეკორდებს ხსნის – ვიდეო

სულ რამდენიმე საათის წინ „იუთუბის“ არხზე ელტონ ჯონისა და ედ შირანის უახლესი საშობაო სიმღერა და ვიდეო აიტვირთა.
Sputnik
სიმღერაში ყველაფერია, რაც ახალ წელს სჭირდება – განწყობა, ტექსტი, არაჩვეულებრივი შესრულება.
ჯადოსნური და განსაკუთრებულია თავად კლიპიც, სადაც ელტონ ჯონი ტრადიციისამებრ როიალთან ზის და შემდეგ ყველაფერი ისე ხდება, როგორც შობის ყველაზე ლამაზ ზღაპრებში. სიმღერის სახელწოდებაა Merry Christmas და მას უკვე უამრავი ნახვა აქვს.