როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ერთი კვირა საქართველოში უპირატესად მზიანი და თბილი იქნება.
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 დეკემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე გათბება.