COVID-19 - ბოლო ცნობები

პლუს 4.100: კოვიდ-მონაცემები განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 799.850 ადამიანი; ჩატარებულია 2.211.839 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.699 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.100-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 857.933-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 799.850 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.397), გარდაიცვალა – 12.258 (ბოლო 24 საათში – 67). კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.550 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.127 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 51.749 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31.223, PCR–ტესტით – 11.699.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,92%, ბოლო 14 დღის – 8,75%, ბოლო 7 დღის – 8,39%.
სულ ჩატარებულია 2.211.839 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.699 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.