მომღერალმა თიკა მახალდიანმა ახალი ვიდეორგოლი გადაიღო, რომელიც დედის ხსოვნას მიუძღვნა. მომღერალმა ამის შესახებ „ფეისბუქზე“ დაწერა.
„2 დეკემბერს შედგება ჩემი კლიპის პრეზენტაცია, რომელიც დედას ეძღვნება“, – დაწერა მომღერალმა. სიმღერის სახელწოდებაა „მზე შემოდგომის“.
მისი ავტორია კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი. კლიპის რეჟისორია გოგიტა ჩიკვაიძე. ცნობილია, რომ თიკა მახალდიანის დედა მეზობელი კორპუსიდან პოლიციელის მიერ აღდგომის დღეს უმისამართოდ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.