ყვითელი ამბები

ასე აკონტროლებს ეჭვიანი ნანუკა გუდავაძე ბერას ტელეფონს – სახალისო ვიდეო

ცოტა ხნის წინ ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ერთობლივ TikTok-ზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც სახალისო სიტუაციაა აღწერილი, თუ როგორ ჩაჰყურებს ნანუკა ბერას ტელეფონს.
Sputnik
ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე აპრილის შემდეგ კორეაში, სეულში ცხოვრობენ. მუსიკოსმა ოჯახთან ერთად საქართველო სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ დატოვა. მათთან ერთად არის პატარა ბერუკაც.
მას შემდეგ წყვილი პერიოდულად აქვეყნებს ვიდეოებსა და ფოტოებს და საზოგადოებას აქვს საშუალება ნახოს, თუ როგორ ცხოვრობენ ბერა და ნანუკა კორეაში. ბოლო დროს წყვილმა კიდევ ერთი ვიდეო შესთავაზა თაყვანისმცემელებს, სადაც ფოტოკოლაჟებით მათი სიყვარულის ისტორიაა ასახული.