ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიას სცენამდე ხელით მიყვანა დასჭირდა – ნახეთ რა შეემთხვა მომღერალს – ვიდეო

ჯგუფ A'Studio-ს რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში სოლო კონცერტი ჰქონდა.
Sputnik
ცოტა ხნის წინ ჯგუფის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯგუფის სოლისტს ქეთა თოფურიას ინციდენტი შეემთხვა.
საქმე ისაა, რომ სცენისკენ მიმავალ ქეთას კულისებში ღია ფეხსაცმელის სამაგრი აუწყდა, რის გამოც კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იძულებული გახდა ის ხელში აეყვანა და ასე მიეცილებინა ადგილამდე.