მსოფლიო დღეს

ბაიდენი მობეზრდა? ილონ მასკი პოლიტიკოსებისთვის ზღვრული ასაკის დაწესებას ითხოვს

Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. კომპანიების Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელს, ბიზნესმენსა და გამომგონებელ ილონ მასკს მიაჩნია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის სახელმწიფო თანამდებობებზე დასანიშნად გარკვეული ასაკობრივი ლიმიტის დაწესებაა საჭირო.
აღნიშნული წინადადება მან საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„მოდით, დავაწესოთ ზღვრული ასაკი, რომლის ზემოთაც პოლიტიკურ პოსტებზე კენჭისყრა შეუძლებელი იქნება. ეს შეიძლება 70 წელზე ოდნავ ქვემოთ იყოს“, — ნათქვამია ამერიკელი მილიარდერის ტვიტში.

ილონ მასკი
ამასთან ილონ მასკს არ დაუკონკრეტებია, ვის ან რომელ თანამდებობებს გულისხმობს. თუმცა, როგორც ტვიტზე დატოვებული კომენტარებიდან ჩანს, მის ინიციატივას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მასკის პუბლიკაციას, რომელიც დაახლოებით 12:00 საათისთვის (თბილისის დროით) დაიდო, რამდენიმე წუთში უკვე 7 ათასამდე გაზიარება და 65 ათასამდე მოწონება ჰქონდა. ეს მაჩვენებლები კვლავაც განაგრძობს ზრდას.
როგორც იუზერები ვარაუდობენ, ილონ მასკს მხედველობაში აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი, 79 წლის ჯო ბაიდენი ჰყავს, რომელსაც უკვე არაერთხელ შეემთხვა სხვადასხვა სახის კონფუზი.