თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ნაზალური ვაქცინითა და „სპუტნიკ ლაითით“ ერთდროულად შეიძლება აცრა, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა.
მისი თქმით, „ამით ორგანიზმს არანაირი ზიანი არ მიადგება“.
მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკის“ ხაზის SPRAY 08-Gam-COVID-Vac-2021-ის კლინიკური გამოცდები დაუშვა.
როგორც გინცბურგმა აღნიშნა, ნაზალურ პრეპარატს გვერდითი მოვლენები არ გამოუვლენია. მისი მოადგილის დენის ლოგუნოვის თქმით, ასეთი პროცედურა უმტკივნეულოა და მიზნად ისახავს ზედა სასუნთქ გზებში დამატებითი ბარიერის შექმნას იმუნიტეტის სახით.
როგორც სააგენტო წერს, ნოემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯერ Sputnik Light-ით ჩაიტარა რევაქცინაცია, რამდენიმე დღის შემდეგ კი ნაზალური ვაქცინითაც აიცრა. როგორც პუტინმა განაცხადა, აცრის შემდეგ მას უსიამოვნო შეგრძნებები არ ჰქონია.