ფოთში ზღვის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ფოთში, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე 73 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, მამაკაცი სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. მისი ვინაობა დადგენილია.
ამ დროისათვის ცხედარი ექსპეტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.