ყვითელი ამბები

რა უდევს ელისაბედ მეორეს პირად სეიფში? – საიდუმლომ გაჟონა

Sputnik
დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ენდრიუ მაკფარლეინმა People-თან ინტერვიუში გაამხილა მისი სეიფის შიგთავსის საიდუმლო, რომელსაც საგულდაგულოდ იცავენ.
ელისაბედ მეორემ ღამე კლინიკაში გაატარა
მაკფარლეინის თქმით, სეიფი, რომელზე წვდომაც შემოიფარგლება სამეფო ოჯახის წევრების ვიწრო წრით, შეიცავს ოფიციალურად დამოწმებულ ანდერძებს – როგორც დედოფლის, ასევე მისი ნათესავების. სეიფში დევს 30-ზე მეტი დოკუმენტი დალუქულ კონვერტებში და როდესაც ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემდეგ მისი ანდერძი საჯარო ხდება, მასთან არსებული კონვერტი სეიფში აღარ ინახება.
სექტემბერში ელისაბედ II მეთორმეტედ გახდა დიდი ბებია. 33 წლის იორკის პრინცესა ბეატრისს, რომელიც მეცხრე ადგილზე იყო ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეების რიგში, 18 სექტემბერს ქალიშვილი შეეძინა, რომელიც ტახტის მემკვიდრეების რიგში მე-11 გახდა.