ირმა ინაშვილის ძმა კოტე ინაშვილი ავტოავარიას ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კოტე ინაშვილი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის ძმა, კოტე ინაშვილი ავარიის შედეგად დაიღუპა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, შორენა ჭიაურელი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, კოტე ინაშვილი დღეს დუშეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.
„დაუჯერებელი რამ მოხდა. ჩვენი კოტე... მინდა ყველამ იცოდეთ და ყველას გახსოვდეთ, რომ ის ყველაზე კეთილი, თბილი, მეგობრული, ადამიანური ადამიანი იყო, რომელმაც წარმოუდგენლად მატკინა გული....“ - წერს ჭიაურელი.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
ცნობილი ქართველი ტელეჟურნალისტი კოტე ინაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის „პირველ არხსა“ და ტელეკომპანია „ობიექტივში“.