მსოფლიო დღეს

„ომიკრონის“ გამო: აშშ ქვეყანაში შესვლის წესებს ცვლის

Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაცია აპირებს გაამკაცროს COVID-19-ის ტესტებისადმი მოთხოვნები ქვეყანაში შემსვლელებისთვის, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებისთვისაც, განაცხადა შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ.
მისი განმარტებით, ახალი რეგულაცია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გამო წესდება, რომლის პირველი შემთხვევაც უკვე გამოვლინდა აშშ-ში.

„ახალი წესების თანახმად, ქვეყანაში შემომსვლელმა ნებისმიერმა პირმა უნდა წარმოადგინოს უარყოფითი ტესტი, რომელიც თვითმფრინავში ჩაჯდომამდე 24 საათით ადრე იქნება გაკეთებული“, — განმარტა ფაუჩიმ.

ამასთან მას არ დაუკონკრეტებია ახალი წესების ძალაში შესვლის თარიღი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონი“ შესაძლოა პანდემიის დასრულებას მოასწავებდეს: ცნობილი ვირუსოლოგის განმარტება
გარდა ამისა, ენტონი ფაუჩიმ ბრიფინგზე განმარტა, რომ „ომიკრონს“ შესაძლოა უფრო მარტივად გადადებისა და ვაქცინების მოქმედებისთვის თავის არიდების უნარი ჰქონდეს, თუმცა ჯერჯერობით ეს დაზუსტებული არ არის.
მანამდე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში (CDC) განაცხადეს, რომ ამჟამად არსებული ანტოკორონავირუსული ვაქცინები გარკვეულ დონემდე იცავს ადამიანს „ომიკრონისგან“, ხოლო დაცვის უფრო მაღალი დონის მისაღებად ბუსტერული დოზით ვაქცინაციაა საჭირო.