ყვითელი ამბები

„სასხლეტისთვის ხელი არ გამომიკრავს“ – ალეკ ბოლდუინის ცრემლიანი ინტერვიუ ტრაგედიის შემდეგ

Sputnik
ილმი Rust-ის გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა პირველი ოფიციალური ინტერვიუ მისცა.
მისი მონოლოგი მძიმე მოსასმენი იყო. ინტერვიუს დროს, რომლის სრული ვერსია მოგვიანებით გავრცელდება, ბოლდუინი ძალიან ემოციურად საუბრობს და ცრემლებს ვერ იკავებს. 63 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ გადასაღებ მოედანზე იარაღის სასხლეტისთვის ხელი არ გამოუკრავს.

„სასხლეტისთვის ხელი არ გამომიკრავს. მე არასდროს არავისკენ მივმართავდი იარაღს და, შესაბამისად, სასხლეტს ხელს არ გამოვკრავდი, არასოდეს. ვიღაცამ იარაღში ტყვია ჩადო“, – განაცხადა ბოლდუინმა ABC-სთან ინტერვიუში.

ვესტერნის გადასაღებ მოედანზე ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი დაიღუპა, ფილმის რეჟისორი კი დაიჭრა.