COVID-19 - ბოლო ცნობები

72 გარდაცვლილი: კოვიდ-მონაცემები განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 796.453 ადამიანი; ჩატარებულია 2.197.838 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.099 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.731-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 853.833-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 796.453 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.295), გარდაიცვალა – 12.191 (ბოლო 24 საათში – 72). კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.541 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.144 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 50.626 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31.151, PCR–ტესტით – 19.475.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,37%, ბოლო 14 დღის – 8,78%, ბოლო 7 დღის – 8,53%.
სულ ჩატარებულია 2.197.838 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.099 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.