ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა: არის მსხვერპლი

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ვარკეთილში, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.