თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ზოვრეთის, კანდელაკის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ლუქსემბურგის, ოდესის, ონიაშვილის, ტაშკენტის, ყუშიტაშვილის, ილია ოდიშელიძის, გაბრიელ ისაკაძის, ავქსენტი ნაჭყებიას, პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მუხრან მაჭავარიანის და მუხრანის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, აწყურის და შირაქის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებ და ლეონ ორბელების, გუმათჰესის, ლევან რაზიკაშვილის, გუმათის, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, ნუგზარ საჯაიას და ლუკა რაზიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.