როგორ მოვსპოთ სოკო და ობი სახლში: ეფექტური ხალხური საშუალებები

ზედაპირებზე მუქი ზოლები და ლაქები შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენს სახლში ობი გაჩნდა.
Sputnik
ეს მხოლოდ ხედს კი არ აფუჭებს, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზეც სერიოზულ გავლენას ახდენს. ამიტომ აუცილებელია, რომ მასთან ბრძოლა დაუყონებლივ დაიწყოთ — როგორც კი მცირე ლაქას შენიშნავთ.

სახლში ობის გაჩენის მიზეზები

ობის სოკო სწრაფად მრავლდება სპორებით. ჰაერის საშუალებით ისინი სახლის სხვადასხვა ზედაპირსა და საგნებზე ნაწილდება, რის შემდეგაც დაზიანებულ ადგილებში ჩნდება მუქი ლაქები და ზოლები.
რჩევები დიასახლისებისთვის: გამოადგება ყველას
ობის გაჩენის მიზეზები შეიძლება იყოს:
ეფექტური ვენტილაციის ნაკლებობა;
გაჟონვა (შესაძლოა სულ მცირეც კი) გათბობის, კანალიზაციის ან სანტექნიკის სისტემებში;
ცუდი გათბობა, რაც კედლების გაყინვას იწვევს;
კონდენსატის წარმოქმნა ტემპერატურის უეცარი რყევების გამო;
კედლებს შორის შეერთებების ცუდი ჰერმეტიზაცია;
შენობის იშვიათი ვენტილაცია.
ყველაზე ხშირად ობი ჩნდება სააბაზანოსა და სამზარეულოში. სოკოს საყვარელი ადგილებია: მეტალოპლასტმასის ფანჯრები, ბეტონის ჭერი და კედლები, თაბაშირ-მუყაოს ელემენტები, ასევე წყალთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
10 მიზეზი, რატომ არ უნდა გადააგდოთ ბანანის ქერქი

ობთან ბრძოლის მეთოდები

სოკოსთან საბრძოლველად, უპირველეს ყოვლისა, სწორი საშუალება უნდა შეარჩიოთ. ეს შეიძლება იყოს ხალხური ან ქიმიური საშუალებები. მათგან პირველი პირობითად უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა რესპირატორისა და ხელთათმანების გამოყენება მაინც რეკომენდებულია.
ხალხური საშუალებები
ნიშადურის სპირტი — ეფექტურია გლუვ ზედაპირებზე. რაც შეეხება ფოროვან ზედაპირებს, ამ შემთხვევაში ის პრაქტიკულად უსარგებლოა.
ნიშადურის სპირტისგან ამზადებენ წყალხსნარს — 1:1 თანაფარდობით, უსვამენ დაობებულ ზედაპირს და ტოვებენ რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ზედაპირი კარგად უნდა გაირეცხოს.
რეზინის სათამაშოები აბაზანაში: მეცნიერებისა და მთავრობის საგანგაშო გაფრთხილება მშობლებს
ძმარმჟავა — ჩაასხით პულვერიზატორში და შეასხურეთ დაობებულ ზედაპირს. გააჩერეთ ერთი საათი და ჩამორეცხეთ. პროცედურა უნდა გამეორდეს დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში.
წყალბადის ზეჟანგი — დაამუშავეთ სოკოთი დაფარული ზედაპირი და დატოვეთ ერთი-ორი საათით.
საკვები სოდა — 1 სუფრის კოვზი სოდა გახსენით ერთ ჭიქა წყალში. დაამუშავეთ ამ ხსნარით დაობებული ზედაპირი და გააჩერეთ სამი-ოთხი საათი. შემდეგ ჩამორეცხეთ ისე, რომ მცირე რაოდენობის ხსნარი მაინც შერჩეს დაზიანებულ ზედაპირს.
სპილენძის სულფატი — 100 გრამი სპილენძის სულფატი გახსენით 10 ლიტრ თბილ წყალში. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაამატოთ 200 მილიგრამი ძმარი. ასეთი ხსნარი ყველა სოკოს სპობს.
მანამ, სანამ დაობებულ ზედაპირს სპილენძის სულფატის ხსნარს წაუსვამთ, დაამუშავეთ ის საპნიანი წყლით და დააცადეთ გაშრობა. როდესაც ზედაპირი გაშრება, წაუსვით სპილენძის სულფატის ხსნარი ღრუბლით ან ჯაგრისით. თუ სოკო დიდი რაოდენობითაა, შეგიძლიათ პროცედურა კიდევ ერთხელ ან ორჯერ გაიმეოროთ.
გახსოვდეთ! სპილენძის სულფატის ხსნართან მუშაობისას აუცილებლად უნდა გეკეთოთ რეზინის ხელთათმანები.