ყვითელი ამბები

„კოტე სულ ეჭვიანობს...“ – რას ამბობდა ცნობილი წყვილი დაშორებამდე – ვიდეო

ცნობილი ექიმი კოტე მათითაშვილი და დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე რამდენიმე დღის წინ გადაცემა „საღამოს პოსტს“ ესტუმრნენ და საკუთარი ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.
Sputnik
მათ პირველი პაემანი გაიხსენეს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დილის 7 საათზე კუს ტბაზე შედგა. წამყვანებმა მათ კითხვა ეჭვიანობის შესახებაც დაუსვეს.
„კოტე სულ ეჭვიანობს, როცა მასთან ერთად არ ვარ. რეკავს, მესიჯს მწერს ყველა ქსელში, რაც არსებობს“, – თქვა ეკამ. კოტემ კი განმარტა, რომ ამას არა ეჭვიანობის, არამედ ინფორმაციის მიღების მიზნით აკეთებს, რადგან უყვარს, როცა იცის, როგორ და სად არიან მისი ოჯახის წევრები.
ინტერვიუდან რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი დაშორდნენ.
„ერთადერთი, რაც მე და კოტეს საერთო გვქონდა, Freddie Mercury-ს სიყვარული იყო!“ – დაწერა ეკამ. მან აღნიშნა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო დასჭირდათ.