თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის და საყვირის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კისისხევის, რევაზ ურიდიას, გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის, ცოტნე დადიანის, წაღვერის, წრომის, ქებურიას, ძმობის და რევაზ ინანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის (ნაწილობრივ) და ნინო ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის (ნაწილობრივ) და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის და საბურთალოს რაიონები
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), დარიალის, ირაკლი აბაშიძის, ტიციან ტაბიძის, ფალიაშვილის, ცხვედაძის, მიშველაძის, ძმები კიკნაველიძეების, რაზმაძის, კავსაძის, ბერძებუშვილის, მუხაძის, ახმეტელის, სვანიძის, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, ანჯაფარიძის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, იყალთოს გორის, კოსტავას, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, ფანასკერტელ-ციციშვილის, წინაუბნის, იყალთოს, ქარელის, ცინცაძის, ბაკურციხის, ტუსკიას, სიმონ ჩიქოვანის, ვიქტორ დოლიძის, კიტა ბუაჩიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ალექსანდრე ბასილაიას, ბაკურიანის, გურამ ბზვანელის, ზურაბ ქაფიანიძის, ნოდარ ანდღულაძის, საბურთალოს, ანდღულაძის, ნატახტარის, ტეხურის, ლიხაურის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ბათუ კრავეიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების IV, V, VI ქუჩების და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.
14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების და ლილოს დასახლების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მუხიანი I, II მიკრორაიონების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.