COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში სახმელეთო გზით შემოსვლის წესები შეიცვალა

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საქართველოს საზღვრები გახსნილია, მათ შორის ტურისტებისთვისაც. თუმცა ქვეყანაში შემოსასვლელად გარკვეული რეგულაციების დაცვა აუცილებელია.
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოსვლის წესები იცვლება.
კერძოდ, ორი დოზით ვაქცინირებული პირები სახმელეთო საზღვრის კვეთისას ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლდებიან საზღვარზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან.
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 30 ნოემბერს გამოქვეყნდა“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
აქამდე საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთა დაიშვებოდა იმ პირებისთვის, რომლებსაც თან ჰქონდათ ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატი და ასევე უარყოფითი PCR-ტესტი (არაუგვიანეს 72 საათით ადრე გაკეთებული).
2021 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსვლის წესები: განახლებული ინფორმაცია და გამონაკლისები
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საქართველოს საზღვრები გახსნილია, მათ შორის ტურისტებისთვისაც. თუმცა ქვეყანაში შემოსასვლელად გარკვეული რეგულაციების დაცვა აუცილებელია.
კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით 28 ნოემბრიდან საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის (სამხრეთ აფრიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი) საზღვრის კვეთაზე რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს. იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.