ყვითელი ამბები

„ცხოვრების 17 ყველაზე ტკბილი წელი“ – ჯულია რობერტსის ტყუპები 17 წლის გახდნენ

Sputnik
ჯულია რობერტსი ოჯახთან ერთად ავსტრალიაში იმყოფება, სადაც მუშაობს ახალ რომანტიკულ ფილმზე „ბილეთი სამოთხეში“. მისი ტყუპები – ჰეიზელი და ფინიუსი 28 ნოემბერს 17 წლის გახდნენ.
ოსკაროსანი მსახიობი შვილების დაბადების დღეს „ინსტაგრამის“ პოსტით გამოეხმაურა და ახალშობილების ფოტო გაავრცელა.
„ცხოვრების 17 ყველაზე ტკბილი წელი“, – წერს ჯულია. 53 წლის ჯულია რობერტსი და მისი მეუღლე, 52 წლის დენიელ მოდერი სამ შვილს ზრდიან.