ყვითელი ამბები

ბენ აფლეკის 46 წლის „ოსკაროსანი“ ძმა 23 წლის მსახიობზეა შეყვარებული – ნახეთ ფოტოები

Sputnik
კეისი აფლეკი ძმის, ბენ აფლეკის მსგავსად შეყვარებულია. „ოსკაროსანი“ მსახიობი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში გადაიღეს, როდესაც ის ახალ რჩეულს, მსახიობ კეილი კოუანს ემშვიდობებოდა.
ეს სცენა ძალიან ჰგავდა ბენ აფლეკისა და ჯეი ლოს გამომშვიდობების მომენტს, მედიამაც ზუსტად ეს პარალელი გაავლო.
46 წლის კეისი აფლეკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 23 წლის მსახიობ კეილი კოუანს ხვდებოდა და ეს ინფორმაცია „ინსტაგრამით“ გაავრცელა.
კეისი ცოტა ხნის წინ დაშორდა მეუღლეს, რომელთანაც 10-წლიანი ქორწინება აკავშირებდა. მისი მეუღლე ცნობილი მსახიობი სამერ ფენიქსი იყო. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს.
კეისი და სამერი ერთმანეთს 1995 წელს შეხვდნენ ქალის ძმის - მსახიობ ხოაკინ ფენიქსის წყალობით, როდესაც მან კეისისთან ერთად ითამაშა ფილმში. 2003 წელს მათ განაცხადეს თავიანთი ნიშნობის შესახებ. 2006 წელს კი იქორწინეს. მას შემდეგ წყვილს ორი ვაჟი შეეძინა: უფროსი ინდიანა ახლა 13 წლისაა, ხოლო უმცროსი ატიკუსი 9 წლის.