მსოფლიო დღეს

მსოფლიოს კიდევ ერთი რესპუბლიკა შეემატა: პირველმა პრეზიდენტმა უკვე დადო ფიცი - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. კუნძულოვანი სახელმწიფო ბარბადოსი, რომლის ფორმალური ხელისუფალიც ბოლო დრომდე ბრიტანეთის დედოფალი გახლდათ, სამშაბათს ოფიციალურად გამოცხადდა რესპუბლიკად, იუწყება Washington post-ი.
ბრიტანეთის სუვერენიტეტიდან გასული ახალი რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად გენერალ-გუბერნატორი, 72 წლის სანდრა მეისონი აირჩიეს, რომელმაც უკვე დადო ფიცი.
ცერემონიას, რა დროსაც ბარბადოსის დედაქალაქ ბრიჯთაუნში საზეიმოდ დაეშვა ბრიტანეთის დროშა, პრინცი ჩარლზიც ესწრებოდა.
ბარბადოსმა დამოუკიდებლობა 1966 წელს მიიღო. მანამდე ის მთელი 400 წლის განმავლობაში (1627-1628 წლებიდან) იმყოფებოდა ბრიტანეთის უწყვეტ კონტროლქვეშ. თუმცა ქვეყანაზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც, ფორმალურად ამ დრომდე ვრცელდებოდა გაერთიანებული სამეფოს სუვერენიტეტი.
ქვეყნის პარლამენტმა სექტემბრის ბოლოს ერთხმად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ქვეყანა უარს ამბობდა მონარქიულ მმართველობაზე. თითქმის ერთი თვის შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანომ პირველ პრეზიდენტად სანდრა მეისონი აირჩია.