ყვითელი ამბები

ანიტა რაჭველიშვილი გოგონას დედა გახდა - ნახეთ ახალშობილის პირველი ფოტო

Sputnik
ანიტა რაჭველიშვილი პირველი შვილის დედა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„პატარა ლილიანა მაისურაძე დაიბადა. ორივე ჯანმრთელადაა და თავს კარგად გრძნობს. მადლობა, ღმერთო, ყველაფრისთვის“, - წერია პოსტში.
ცოტა ხნის წინ ანიტამ გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა და დაწერა, რომ ორსულად იყო, ამ მნიშვნელოვანი პერიოდის გატარებას სიმშვიდეში აპირებდა, ამიტომ დროებით სცენას დაემშვიდობა.
ანიტასა და მის რჩეულს, ოთარ მაისურაძეს, აგვისტოში თანაცხოვრების 5 წელი შეუსრულდათ. „ქორწინებიდან 5 წელი, ბედნიერების ხუთი წელი... ძალიან მიყვარხარ, ოთი“ - წერდა ანიტა. წყვილს პირველი შვილი ლილიანა 29 ნოემბერს შეეძინა.