თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-2 დეკემბერს საქარველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში - მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.