აქციის დროს, რომელიც სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვის პარალელურად იმართებოდა, პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. შსს-ს ცნობით, საპროტესტო აქცია „მშვიდობიანი შეკრების დაშვებულ საზღვრებს გასცდა“. შედეგად სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სასამართლოს ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივნისკენ გადაინაცვლეს და მთავარ გზაზე მოძრაობის გადაკეტვა განიზრახეს. „აქციის იმ მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიციის მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს მათ, მიღებულია პროპორციული ზომები და გამოყენებულია სპეციალური საშუალებები“, – წერია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, პარტიების ლიდერებს, მიტინგების ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაეცვათ კანონი და წესრიგი, ასევე დამორჩილებოდნენ პოლიციის მოთხოვნებს. „მიტინგების დროს პოლიციამ დაუყოვნებლივ აღკვეთა ყველა კანონდარღვევა შესაბამისი კანონის ფარგლებში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს საქმეს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლის საქმეზე, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.