ოპოზიციამ „ოცნებას“ ხელი ვერ შეუშალა: ზუგდიდსა და ბათუმში საკრებულოების სხდომები ჩატარდა

ოპოზიციის აქტივისტები დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ საპროტესტო აქციებს ბათუმსა და ზუგდიდში. მიზანი საკრებულოს სხდომის ჩაშლა იყო.
Sputnik
ოპოზიციის მომხრეებმა პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს. მიუხედავად ზუგდიდსა და ბათუმში ოპოზიციის გამარჯვებისა, ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებს საკრებულოს ძველი შემადგენლობა, სადაც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.
1 / 12

ბოლო პერიოდში ბათუმსა და ზუგდიდში დაძაბული სიტუაცია იყო

2 / 12

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მათმა მხარდამჭერებმა საკრებულოებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სცადეს

3 / 12

საქმე ისაა, რომ, არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ძალაუფლებას კვლავ ძველი შემადგენლობა ინარჩუნებს

4 / 12

ძველ საკრებულოებში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნოდა. მათ ესაჭიროებოდათ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, სანამ ამის შესაძლებლობა ჰქონდათ

5 / 12

ოპოზიცია ცდილობდა ხელის შეშლას, თუმცა, კანონის თანახმად, თუ ბიუჯეტის დამტკიცება ორჯერ ჩავარდება, უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები საკრებულოებსა და მერიებში

6 / 12

საპროტესტო აქციებზე მობილიზებული იყო პოლიცია

7 / 12

ზუგდიდში პოლიციამ საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილე ოპოზიციონერები ძალით გაიყვანა

8 / 12

პოლიციის ძალები განლაგებული იყო რეგიონული ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც საკრებულოც მუშაობს

9 / 12

მომიტინგეებმა პროტესტი ქუჩაში გამოხატეს

10 / 12

შეტაკებების შედეგად პოლიციამ რამდენიმე ოპოზიციონერი დააკავა

11 / 12

ბათუმსა და ზუგდიდში პროტესტმა ოპოზიციისათვის საჭირო შედეგი ვერ გამოიღო

12 / 12

მიუხედავად წინააღმდეგობისა, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოების ძველმა შემადგენლობებმა 2022 წლის ბიუჯეტი მაინც დაამტკიცეს