ყვითელი ამბები

„ჩვენს ოჯახში მატებაა“ – მამულიჩა უსაყვარლეს ფოტოებს აქვეყნებს

კახა მამულაშვილმა საზოგადოებას სასიხარული ინფორმაცია გაანდო.
Sputnik
პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ოჯახში მატება აქვთ. როგორც ჩანს, ცნობილმა წყვილმა ძაღლის აღზრდა გადაწყვიტა და ამით ძალიან გაახარა მათი ერთადერთი ქალიშვილი მარიკო.
„აკირა“ – ასე დაარქვეს პატარა ლეკვს სახელად, რომელიც, როგორც მომღერალ ლელა წურწუმიას სოციალური ქსელის აქტივობიდან ჩანს, ოჯახის წევრების გულთამპყრობელი უკვე გახდა.
როგორც მომღერალი წერს, „აკირა“ ამერიკული აკიტას ჯიშისაა და საკმაოდ დიდი იზრდება.