ყვითელი ამბები

„დიდი დრო დაგვჭირდა...“ – ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი დაშორდნენ

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა „ექი­მებ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და.
Sputnik
პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი და დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ეკა ბალანჩივაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ერთადერთი, რაც მე და კოტეს საერთო გვქონდა, Freddie Mercury-ს სიყვარული იყო!” – წერს ეკა. ის პოსტის კომენტარში აღნიშნავს, რომ წყვილს გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო დასჭირდა.
„მოვიდა დრო, როცა იწურება ურთიერთობა. დიდი დრო დაგვჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება“ – დაწერა დიზაინერმა.
ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი 2018 წელს მეორედ დაქორწინდა. ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვილ­მა თაფ­ლო­ბის თვე თურ­ქეთ­ში გა­ა­ტა­რა. თანაცხოვრების დაახლოებით ერთი წლის თავზე, ივნისში მათ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეს და ხელი მოაწერეს.
კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა „ექი­მებ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და. ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იკა­ვებს ერთ-ერთი სიმ­პათი­უ­რი ექი­მი მა­მა­კა­ცის წო­დე­ბას და რე­ი­ტინ­გებ­შიც ხში­რად ხვდე­ბა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი­ვეს ჰყავს შვი­ლე­ბი.