ყვითელი ამბები

ჯანეტ ქერდიყოშვილი 30 წლის გახდა – ნახეთ ვისთან ერთად აღნიშნა მოდელმა იუბილე – ვიდეო

თუ გასულ წელს ჯანეტმა დაბადების დღე ოჯახის წევრებთან ერთად სახლში აღნიშნა, წელს მოდელმა იუბილე ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა.
Sputnik
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ ჯანეტ ქერდიყოშვილის დაბადების დღეს მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათ შორის წვეულებას ესწრებოდა „პრაიმშოუს“ წამყვანების სრული შემადგენლობა.
ნინი ბადურაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ჯანეტს ამ დღეს ვარდისფერი კაბა ეცვა, რომელიც ბუმბულებით იყო გაწყობილი და ის განსაკუთრებულ ხასიათზე იყო.
ჯანეტს დაბადების დღე „ინსტაგრამზე“ მიულოცა ცნობილმა მეუღლემ, პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ და მასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
შარშან ჯანეტს „ოქროს დაბადების დღე ჰქონდა“ - მოდელი 29 ნოემბერს 29 წლის გახდა. პროდიუსერ ნოე სულაბერიძის მეუღლე ამ დღისთვის დიდხანს ემზადებოდა, სტუმრებისთვის საკუთარი დიზაინით სუფრაც გააწყო და „ინსტაგრამის“ „სთორიში“ სოციალური ქსელის მომხმარებლებსაც გაუზიარა, როგორ ემზადებოდა მათ დასახვედრად.
მოგვიანებით ნოე სულაბერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სუფრას მხოლოდ ის და ჯანეტი უსხედან, სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილები კი რბილი სათამაშოებით შეავსეს და ასე აღნიშნეს ჯანეტის „ოქროს დაბადების დღე“.