ორი კვირის წინ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ქუჩაში ხელკავით სეირნობის დროს გადაიღეს. მას შემდეგ საზოგადოების დიდ ნაწილს ეჭვი გაუჩნდა, რომ წყვილი კვლავ ერთადაა. ეჭვები სულ ცოტა ხნის წინ პრაქტიკულად გამართლდა.
35 წლის მოდელმა „მადლიერების დღე“ ყოფილი მეუღლის სახლში გაატარა. კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი შეიკი ბრედლის სახლიდან გამოსული გამთენიისას დააფიქსირეს. მას შავი პალტო და მაღალქუსლიანი, კლასიკური ფეხსაცმელი ამშვენებდა და საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა.
მას შემდეგ, რაც ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ, წყვილი ერთად არაერთხელ შეუნიშნავთ, მათ 4 წლის ქალიშვილი ლეა ჰყავთ, რომელსაც ერთობლივად ზრდიან.
ოთხწლიანი რომანის შემდეგ რუსი მოდელი ირინა შეიკი და ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი ორი წლის წინ დაშორდნენ.
შეიკისა და კუპერის ურთიერთობა 2015 წლის აპრილში დაიწყო. ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კუპერი შეიკს ლედი გაგასთან ღალატობდა, თუმცა ეს ჭორები ლედი გაგამ უარყო. თუმცა, თავის მხრივ, ფილმის გამოსვლიდან მალევე ლედი გაგამ თავისი ქორწილიც ჩაშალა.