საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეა შეკრებილი.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს, იუწყება პირველი არხი".
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის, ტელეკომპანია იმედში" შეჭრისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეს, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეა შეკრებილი.
ოპოზიციის აქციის მსვლელობის დროს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. გიგი უგულავასა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
აქციაზე ვითარების დაძაბვა პოლიციის მხრიდან დაცვის პოლიციის ჯიხურის სახურავზე ასული აქციის ორი მონაწილის ჩამოყვანას მოჰყვა. ტელეკომპანია TV პირველის" ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.