COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 29 ნოემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 783.987 ადამიანი; ჩატარებულია 2.155.561აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.479 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.954-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 840.593-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 783.987 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.477), გარდაიცვალა – 11.974 (ბოლო 24 საათში – 47). კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.533 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.150 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 20.068 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12.613, PCR–ტესტით – 7.455
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,02%, ბოლო 14 დღის – 9%, ბოლო 7 დღის – 9,04%.
სულ ჩატარებულია 2.155.561 აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.479 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.