ყვითელი ამბები

„ბენიფერის“ ახალი ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს – წყვილი პაემანზე აცეკვდა

Sputnik
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი პაპარაცებმა ბევერლი-ჰილზზე, პაემანზე გადაიღეს. რესტორანთან მაგიდის რიგში მომლოდინე წყვილი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა.
როგორც ჩანს, ჯეი ლოს პაპარაცების ხილვა სულაც არ ესიამოვნა, მაგრამ მას ხომ გვერდით ბენი ჰყავდა, მან საყვარელი ქალი მკერდში ჩაიხუტა და რაღაცას ეჩურჩულებოდა, მათი ნელი, რიტმული მოძრაობები ცეკვას წააგავდა.
რაც შეეხება ჯეი ლოს ჩაცმულობას, მას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კრემისფერი პალტო ამშვენებდა. ბენს კი მუქ ფერებში გადაწყვეტილი პიჯაკი ეცვა.