თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალას, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის, ვაგზლის და მცხეთელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თიანეთის გზატკეცილის, ხერგიანის, პატარა ტბის, კარლო მებაღიშვილის, ომარ ხიზანიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ქერჩის (ნაწილობრივ), ხერგიანის და მამკოდის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, ქერჩის (ნაწილობრივ) და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, აღმაშენებლის ხეივანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, გოძიაშვილის, იასამნის, ბროწეულის, ფერაძის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ვახტანგ ჩიქოვანის, დელისის, მეგრელიძის, შალვა ნუცუბიძის და ემანუელ აფხაიძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების, აკაკი წერეთელის გამზირის, რაფიელ აგლაძის, ალექსი გოგოლაურის და ნადირა ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის, შავთელის, ნაკაშიძეების, ავლევის, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის, იეთიმ გურჯის, ვერცხლის, დიუმას, სანაპიროს, ფურცელძის, ათონელის, მტკვრის, ორბელიანის, ხაზინის, გოგჩას, სულხანიშვილის, ხიდის და ფხოვის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და ტოვსტონოგოვის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.