რაჭაში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები დილის 09:54 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ქალაქ ონიდან ერთ კილომეტრში, კურორტ სორტუანში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები დილის 09:54 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
საქართველოში მიწისძვრა ღამითაც მოხდა - დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრში, სოფელ ირგანჩაისთან 11კილომეტრში. 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი 2 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.