თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. გურჯაანში კორონავირუსით 35 წლამდე ასაკის ორსული გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. ოპერაციის შედეგად ახალშობილი გადარჩა, ქალი კი დაიღუპა.
გურჯაანში COVID-19-ით ორსულის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. გურჯაანში ორსული ქალის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. ის 30 წლის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, არცერთი მათგანი ვაქცინირებული არ იყო.
კორონავირუსით საქართველოში უკვე 19 ორსული გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 56 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.927-ს მიაღწია.