თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. დღეს რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლ „მიქელას“ პრემიერა გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულს ინფორმაციაში.
სპექტაკლი „მიქელა“ კულტურის სამინისტროს კონკურსის „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტია. „მიქელა“ დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შეიქმნა.
უწყების ინფორმაციით, სპექტაკლის პრემიერა დღეს, 20:00 საათზე შედგება
სპექტაკლის რეჟისორია დათო ბელთაძე (თეატრ-ობსერვატორიის სამხატვრო ხელმძღვანელი), მხატვარი - ანანო დოლიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნუკრი არჩვაძე, გიორგი ტოჩილაშვილი, რეზო კოღოშვილი, მაია ჯავახიშვილი, მაია გელიაშვილი, სოფო ჩხიტუნიძე, ლუკა ფირანაშვილი და ვატო მიქაძე.
კულტურის სამინისტრომ კონკურსი „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“ მიმიდნარე წლის ივნისში გამოაცხადა. კონკურსის მიზანი საქართველოში მოქმედი კერძო პროფესიული თეატრების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კერძო ინიციატივების წახალისება, ქართულ სათეატრო პროცესში კერძო თეატრების როლისა და მნიშვნელობის გაზრდა და თანამედროვე ქართულ თეატრში კონკურენტული გარემოს შექმნა და შემოქმედებითი პროცესის გააქტიურებაა.