თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. პერუს ჩრდილოეთ ნაწილში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:52 საათზე (თბილისის დროით - 14:52) მოხდა.
მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა ეპიცენტრიდან საკმაოდ შორს მდებარე ქვეყნის დედაქალაქ ლიმაშიც.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.
სპეციალისტების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 110 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გავრცელებულა.