კიდევ ერთი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ: საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამარჯვება

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თბილისში უკრაინის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 88:83
Sputnik
თამაშიდან რამდენიმე საათში საქართველოს ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა, სადაც 29 ნოემბერს ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება.
1 / 12

ყველაზე შედეგიანი თამაში გამარჯვებულთა გუნდიდან უჩვენეს გიორგი შერმადინმა და ტედ მაკფადენმა, თითოეულმა 23 ქულა მოუტანა ნაკრებს

2 / 12

დიდებულად წარმოაჩინა თავი კაპიტანმა თორნიკე შენგელიამაც, რომელმაც დაბლ-დაბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 16 ქულაა

3 / 12

პირველ მეოთხედში გუნდებმა შედეგიანად ითამაშეს (28:24 საქართველოს სასარგებლოდ)

4 / 12

საქართველოს ნაკრები აქტიურ თამაშს ატარებდა

5 / 12

ბოლო ორი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა (22:17 და 20:19)

6 / 12

ბოლო ათი წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა გულშემატკივარს უმაღლესი დონის თამაში უჩვენა

7 / 12

ილიას ზუროსის აღსაზრდელები შესანიშნავად მოქმედებდნენ შეტევების დროს, სისუსტეს არ ავლენდნენ არც თავდაცვისას

8 / 12

განსაკუთრებულად კარგად ითამაშეს შენგელიამ, შერმადინმა და ბურჯანაძემ

9 / 12

სწორედ ამ სამეულმა მოუტანა საკუთარ ნაკრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა თამაშის მიწურულს

10 / 12

უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ყველაფერი იღონა, თუმცა მისმა გუნდმა მარცხი განიცადა

11 / 12

ქართველმა კალათბურთელებმა სიხარულით აღნიშნეს დამსახურებული გამარჯვება

12 / 12

ახლა საქართველოს ნაკრებს 29 ნოემბერს ესპანეთის გუნდთან მოუწევს დაპირისპირება