COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმომ აფრიკული წარმოშობის COVID-19-ის ახალ საშიშ შტამს ომიკრონი უწოდა

ახალ ვარიანტ Omicron-ს გააჩნია მუტაციების დიდი რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთი შემაშფოთებელია.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი B.1.1.529, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა, განისაზღვრა შეშფოთების გამომწვევ ვარიანტად და სახელწოდებად მიენიჭა ბერძნული ასო „ომიკრონი“, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
„წარმოდგენილ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომელიც მიუთითებს COVID-19-ის ეპიდემიოლოგიის საზიანო ცვლილებაზე, საკონსულტაციო ჯგუფმა აცნობა ჯანმოს, რომ ეს ვარიანტი უნდა დახასიათდეს როგორც შემაშფოთებელი, და ჯანმომ დაასახელა B.1.1.529, როგორც ასეთი ვარიანტი და მას სახელწოდება Omicron მიანიჭა“, - ნათქვამია ვირუსების ევოლუციის ტექნიკური მრჩეველთა ჯგუფის საგანგებო შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საგანგებო სხდომა ჯანმოში: განიხილება COVID-19-ის ახალი საშიში შტამი
ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის შეფასებით, ახალ ვარიანტ Omicron-ს გააჩნია მუტაციების დიდი რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთი შემაშფოთებელია.
„წინასწარი მონაცემები მიუთითებს ამ ვარიანტით განმეორებითი ინფიცირების გაზრდილ რისკებზე სხვა შემაშფოთებელ ვარიანტებთან შედარებით. ამ შტამით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სამხრეთ აფრიკის თითქმის ყველა პროვინციაში იზრდება ", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯანმოს ტერმინოლოგიის მიხედვით, შემაშფოთებელი ვირუსის ვარიანტები ხასიათდება გადამდებობის სიჩქარის ზრდით, ასევე ვირულენტობის მატებით ან დაავადების კლინიკური გამოვლინებების ცვლილებით. გარდა ამისა, ასეთ ვარიანტებს შეუძლიათ შეამცირონ არსებული ვაქცინების, სადიაგნოსტიკო და თერაპიული პრეპარატების ეფექტურობა.