მსოფლიო დღეს

უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება: ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. მივიღე ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
მისი თქმით, გადატრიალებაში, რომელიც 1 დეკემბრისთვის იგეგმება, ბიზნესმენი რინატ ახმეტოვი მონაწილეობს და საამისოდ მილიარდობით დოლარია გამოყოფილი.

„ჩვენ გვაქვს არა მარტო აგენტურული ინფორმაცია, არამედ ხმოვანი ინფორმაციაც, რომელშიც უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად, ასე ვთქვათ, განიხილავენ რინატ ახმეტოვის მონაწილეობას უკრაინის სახელმწიფო გადატრიალებაში და ამბობენ, რომ ამისათვის მილიარდობით დოლარი იქნება გამოყოფილი“, – განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა სჯერა და არც იმ ფაქტისა, რომ ახმეტოვი მასში მონაწილეობს.